ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ სტუდენტთა მხარდაჭერა/დაფინანსების პროგრამას იწყებს

ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ სტუდენტთა მხარდაჭერა/დაფინანსების პროგრამას იწყებს
სტუდენტური წახალისების პროგრამის ფარგლებში განცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტს დაიწყება და 29 მარტს დასრულდება.
დაფინანსდებიან! საბაკალავრო პროგრამით მოსარგებლე ის სტუდენტები, ვინც რეგისტრირებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და სემესტრულად (2023 – 2024 წ. პირველი სემესტრი) საშუალო შეწონილი, აქვთ 91 ქულაზე მეტი (A კატეგორია).
სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) განცხადება.
ბ) ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ;
გ) საბანკო რეკვიზიტები;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ID) ასლი;
განცხადების დაწერა შეგიძლიათ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში ან ოფიციალურ მეილზე: [email protected].
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან დევაძე – 599 35 91 91.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს