ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილნარის ცენტრში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თხილნარის ცენტრში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, თხილნარის ცენტრში საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სკვერს, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მწვანე კორდი, მიმდინარე წელს, კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე არის სკვერისა და ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები დაგეგმილი.
დასრულებული, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, თავმჯდომარის მოადგილეებთან, საკრებულოს დეპუტატებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
Previous: ხელვაჩაურის მერია ადგილობრივ სტუდენტთა მხარდაჭერა/დაფინანსების პროგრამას იწყებს

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.