ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის საავიაციო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა.

სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტა “ჩვეულებრივი სახლის მახლობლად მდებარე სათამაშო მოედანს” მოხვდა. ზელენსკის თქმით დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად სამი დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. დაზარალებულებს საჭირო დახმარებას უწევენ, მოქმედებს ოპერატიული შტაბი.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ ნიკოლაევზე დარტყმა X-59 რაკეტით განახორციელა.

რუსეთს მორიგ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)