ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა

აშშ-ში, ალაბამას შტატის ქალაქ ბირმინგემში, ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთმა ადამიანმა გახსნა.
პოლიციას სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია, არ არის ცნობილი ასევე, დაკავებულია თუ არა ვინმე. გაურკვეველი რჩება სროლის მოტივიც.
„იარაღით ძალადობის არქივის“ მონაცემებით, 2024 წელს შეერთებულ შტატებში სულ მცირე 293 მასობრივი სროლა მოხდა. არქივი მასობრივ სროლად მიიჩნევს სროლას, რომელშიც ოთხ ან მეტ ადამიანს ესროლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.