უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს

ომი გრძელდება უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. საჰაერო განგაში დრონებით, შესაძლო თავდასხმის გამო, რამდენიმე ოლქში ჩაირთო. მათ შორის – კიევში, სუმში, დნიპროპეტროვსკსა და ხმელენცკში. იყო აფეთქებები.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხერსონის ოლქი – დაიღუპა 1 მამაკაცი, არიან დაშავებულები.
სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიას ოლქშიც – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას; პენტაგონმა ოფიციალურად გამოაცხადა რიგით მე-17 რამშტეინის ფორმატის შეხვედრა, რომელიც დღეს შედგება. შეხვედრა უკრაინის ძალების თავდაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების მიწოდებაზე იქნება ფოკუსირებული.
გერმანია უკრაინას 1 300 000 000 ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი