24 საათში 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა – ივთარება უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 60-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინელებმა კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 8 შეტევა, ბახმუტთან – 12, ავდეევკის რაიონში – 17 და მარინკის მიმართულებით – 20.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სადესანტო ძალებმა უკრაინელების რამდენიმე საყრდენი პუნქტი გაანადგურეს არტიომოვსკის რაიონში. რუსეთი არტიომოვსკს უწოდებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საყრდენი პუნქტი გაუნადგურეს ლიმანის რაიონშიც და მოწინააღმდეგეს მისი დატოვება აიძულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმისათვის, რომ ახალი ძალადობა არ იყოს წახალისებული, მნიშვნელოვანია, სამართალი აღსრულდეს