უკრაინაში ომი გრძელდება – შაჰედის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში ღამით რამოდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება – შაჰედის დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ღამით რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში ჩაირთო. რუსულმა ძალებმა 23-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის 8 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა 60-ზე მეტი აფეთქება. არის მსხვერპლი. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა 6 მიმართულებით წარუმატებელი იერიშები განახორციელეს.
პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფისში ნაპოვნია მოწყობილობა ფარული მოსმენისთვის. ტექნიკა აღმოჩენილია არა უშუალოდ ზალუჟნის კაბინეტში, არამედ ერთ-ერთ სივრცეში, რომელიც “შესაძლოა მომავალში სამუშაოდ გამოეყენებინა“. უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, მოწყობილობა, რომელიც ექსპერტიზისთვის გაიგზავნა, გამორთული იყო და მასში რაიმე ინფორმაცია, ან აუდიოჩანაწერის გადაცემის საშუალება არ აღმოუჩენიათ.
ომის პარალელურად, ინტენსიურად ცდილობს ევროკავშირთან ინტეგრაციას.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, , ევროკომისიასთან ერთად, უახლოეს მომავალში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასების პროცესს და „მოლაპარაკების ჩარჩო“, შესაძლოა, გაზაფხულზე დამტკიცდეს.
“ჩვენ გვაქვს ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, რისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით – გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. უახლოეს დღეებში ოფიციალურად დავიწყებთ ევროკომისიასთან უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს.
ასევე, ვემზადებით უკრაინის მოლაპარაკებების ჩარჩოზე სამუშაოდ, რასაც გაზაფხულზე ველოდებით. მოლაპარაკების პროცესი ადვილი არ იქნება, მაგრამ მთავარია, ისტორიულად მივიღეთ გადაწყვეტილება: უკრაინა ყოველთვის იქნება ჩვენი საერთო ევროპული სახლის ნაწილი,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა იქცა ნუგეშად – მძიმე ჟამს, ხოლო მისი ლოცვა ჩვენი ერის, ამ ქვეყნის თითოეული შვილის უხილავ საყრდენად და იმედად, რომ არა მხოლოდ გადავრჩებით, არამედ გავიმარჯვებთ!

ბიძინა ივანიშვილი: დიდი ტკივილის მიუხედავად, ბედნიერი ხალხი ვართ, რადგან წილად გვხვდა პატივი ვიწოდებოდეთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის სულიერ შვილებად