ტანზანიაში ოქროს მომპოვებელი შახტის ნგრევას 22 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში, სიმიუს ოლქში, ოქროს მომპოვებელ შახტში მომხდარ ნგრევას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 24-დან 38 წლამდე ადამიანების ჯგუფმა შახტში მოპოვებითი სამუშაოების წარმოება თვითნებურად, ძლიერი წვიმის გამო დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად გადაწყვიტა.
„თავდაპირველად გვითხრეს, რომ 19-დან 20-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, 22 ცხედარი ამოვასვენეთ“, – აცხადებს ოლქის ხელმძღვანელი სიმონ სიმალენგა.
მისივე თქმით, ადამიანთა აღნიშნულმა ჯგუფმა სამი კვირის წინ იპოვა წიაღისეულით მდიდარი ტერიტორია და სამთო სამუშაოები იქამდე დაიწყო, ვიდრე მთავრობა ნებართვას გასცემდა.
ტანზანია ოქროს მეოთხე უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკაში – სამხრეთ აფრიკის, განასა და მალის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს