ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაილანდში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა

ტაილანდის ცენტრალურ ნაწილში, ფეიერვერკების საწყობში მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ადგილობრივი დროით 4 საათზე მოხდა.
"ვივარაუდეთ, რომ დაღუპულია დაახლოებით 10 ადამიანი. ჩვენ ჯერ კიდევ ვიკვლევთ მიზეზს და დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას." - განუცხადა პოლიციის პოლკოვნიკმა პეერაპოი რავანგბარნმა CNN-ს.
ამჟამად უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. პოლიციის განცხადებით ხანძარი მიმდებარე ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილას მაშველები და სასამართლოს თანამშრომლები მუშაობენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.