ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის - იმერეთში ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობა რამდენიმე დღეა პრობლემებს ქმნის - გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ბათუმში ქარმა 40-ზე მეტი ხე მოგლიჯა. დაზიანებულია ავტომანქანები, სახურავები, გარე განათების ბოძები.
მძიმე ვითარებაა იმერეთშიც, სადაც ათასობით აბონენტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რთულია ვითარება სამცხე-ჯავახეთშიც, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრს აღწევს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სპეცტექნიკაც.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.