რამდენიმე მიუვალი ადგილი გვაქვს და რამდენიმე საათში ისიც გაიხსნება – რა მდგომარეობაა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

თოვლმა პრობლემები შექმნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – თითქმის ერთი დღეა, გზა ჩაკეტილია წალკის მიმართულებით. გადაადგილება აკრძალული იყო კარწახის გზაზეც, თუმცა, ეს მონაკვეთი ცოტა ხნის წინ უკვე გაიხსნა. ადგილზე რჩება ტექნიკა, სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება შიდა სასოფლო მონაკვეთებზე.
ღამით რეგიონში პრობლემები შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივაც, თუმცა, დღის პირველი ნახევრიდან, მოსახლეობას დენი მიეწოდება.
“ინტენსიურად თოვს, თუმცა ყველა რეგიონში აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა. თითქმის ყველა სოფელი გახსნილია, ჩვენ მიუვალი ადგილები რამდენიმე გვაქვს და ისინიც რამდენიმე საათში ისიც გაიხსნება.
რაც შეეხება ჩვენს საზღვრებს, კარწახის მიმართულება დაკეტილი იყო, თუმცა უკვე გაწმენდილია გზა და ნელ-ნელა იძვრებიან ტრაილერები. რაც შეეხება სომხეთის მიმართულებას, აქ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი მანქანებისთვის შეზღუდულია გადაადგილება. მსუბუქი ავტომანქანები გადაადგილდებიან. სრულად დაკეტილი გვაქვს ფარავნის უღელტეხილი, წალკის მიმართულებით,” – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე