რუსი გუბერნატორის მდგომარეობა, რომელიც დანით დაჭრეს, მძიმეა

რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ჩიბისის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც აპატიტში შეხვედრის შემდეგ დანით თავს დაესხნენ, მძიმეა, ის რეანიმაციაშია, – ინფორმაციას რუსული მედია საავადმყოფოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მურმანსკის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა განმარტა, რომ ჩიბისს ოპერაცია ჩაუტარდა.
ცნობისთვის, მურმანსკის ოლქის ქალაქ აპატიტში გუბერნატორს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. ის ჩინოვნიკს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ კულტურის ცენტრიდან გამოსვლისას მიუახლოვდა და ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია, დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა