არქივი25 ივნისი, 2024, 11:39
რელიგიის საკითხთა სააგენტო საქართველოს შიიტურ თემს ღადირ ხუმის დღესასწაულს ულოცავს
შიიტი მუსლიმები დღეს - ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამ ალი იბნ აბუ ტალიბი წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ღმერთის ბრძანებით იმამად (ლიდერად, მემკვიდრედ) გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, სწორედ ამ დღეს წინასწარმეტყველმა მუჰამედმა, ალაჰის ბრძანებით იმამ ალი იბნ აბუ ტალიბი, იმამად გამოაცხადა. ეს კი ღადის ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის) მოხდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, მშვიდობას უსურვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.