პორტუგალიის მწვრთნელი ადასტურებს, რომ საქართველოსთან შემადგენლობას შეცვლის

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ადასტურებს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შემადგენლობას შეცვლის. ამის შესახებ პორტუგალიური მედიის ცნობით მარტინესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შევცვლი თუ არა ფეხბურთელებს? დიახ. ჩვენ გვყავს სხვა ფეხბურთელებიც, რომლებიც სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრას იმსახურებენ. საკმაოდ რთულია, როდესაც განაცხადში 23 ფეხბურთელი გყავს, მოედანზე კი მხოლოდ 10 მათგანის გაყვანა შეგიძლია. ჩვენ ყველა ფეხბურთელს გამოვიყენებთ, მაგრამ ეს რევოლუცია არაა. მე არ მომწონს ეს სიტყვა. ყველა მოთამაშე ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა მარტინესმა
პორტუგალიამ ჯგუფის ორივე თამაში მოიგო ჩეხეთთან (2-1) და თურქეთთან (3-0), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან მარცხის შემთხვევაშიც ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულია.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – არ ვეთანხმები, რომ „მალე გავიმარჯვებთ“, რეჟიმი არ სუსტდება, რეჟიმი მყარდება, გახარიამ კი ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც თითქმის გმირობის ტოლფასია – აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს

პენიტენციური სამსახური – მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია სამსახურის დისკრედიტაცია