პორტუგალიის მწვრთნელი ამბობს, რომ საქართველოსთან შემადგენლობას შეცვლის

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ამბობს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშზე, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობას შეცვლის. მარტინესის გუნდმა გუშინ 3-0 დაამარცა თურქეთი და მერვედფინალის საგზური ჯგუფში პირველი ადგილით მოიპოვა.
რადგან გამარჯვებამ უზრუნველყო პორტუგალიის გასვლა ჯგუფიდან, მარტინესმა თქვა, რომ ის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, საქართველოს წინააღმდეგ, მოთამაშეებს შეცვლის.
“პირველი ადგილის უზრუნველყოფა კარგია, იმიტომ, რომ გასახდელში ბევრი მოთამაშეა, რომლებიც იმსახურებენ თამაშს და ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება, აჩვენონ ის, რაც აქვთ და გუნდში შევიქმნათ კონკურენტული გარემო ტურნირის განმავლობაში”, – თქვა მარტინესმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ