ამერიკის პროფესიულ საკალათბურთო ასოციაციაში ქართულიდერბი შედგა. საგამოფენო მატჩში ერთმანეთს გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” და სანდრო მამუკელაშვილის “სან ანტონიო” შეხვდნენ.გამარჯვება მამუს “სან ანტონიოს” დარჩა – 107:97.
მასპინძელთა შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთის გვერდით ვიქტორ ვემბანიამამ და გამოცდილმა კრის პოლმა. პირველმა 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, მეორემ მატჩი 5 ქულითა და 3 პასით დაასრულა.
მათმა ქართველმა თანაგუნდელმა სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთში 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 9 ქულით, 4 მოხსნითა და თითო ჩაჭრა-პასით დაასრულა.
ვემბანიამას წინააღმდეგ შედეგიანად ითამაშა გოგა ბითაძემ.
მან შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 22 წუთში 8 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება ჩაიწერა.
“ორლანდო მეჯიქის” მომდევნო მატჩი “ნიუ ორლეანს პელიკანსთან”, ქარიშხლის გამო გაუქმდა. “სან ანტონიო” კი 13 ოქტომბერს “იუტას” უასპინძლებს.
GBF.GE
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/d83842669054ab3083e6fdc729626364-3y1Db0-300x167.jpeg)