“ლელოს” ლიდერის ინტერვიუ “ქართული ოცნებისთვის” იმის მტკიცებულებაა, რომ ყოფილი ბანკირი ოლიგარქობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – მმართველი გუნდის განცხადებები ხაზარაძეზე

ოლიგარქების სია იზრდება, კეზერაშვილის შემდეგ ხაზარაძეა. “ლელოს” ლიდერის სატელევიზიო ინტერვიუ, “ქართული ოცნებისთვის” იმის მტკიცებულებად იქცა, რომ ყოფილი ბანკირი ოლიგარქობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ოლიგარქობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ის, რომ ყოფილ ბანკირს დიდი ფინანსური კაპიტალი და საკუთარი პარტია აქვს, არც აქამდე იყო უცნობი, თუმცა “ქართული ოცნების” ლიდერისთვის, მთავარ აღიარებად, “ლელოს” ლიდერის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, სადაც ის მედიაზე არსებულ გავლენებზე საუბრობდა.

მმართველი გუნდის მსგავსად, მამუკა ხაზარაძის ოლიგარქიულ მისწრაფებებში ოპოზიციის დიდი ნაწილიც დარწმუნებულია.

ოპოზიციონერების ნაწილმა დღეს “ლელოს” ლიდერი, სატელევიზიო ეთერების დაბლოკვაშიც დაადანაშაულა. თქვეს, რომ ხაზარაძის სტრატეგია ხშირად პოლიტიკურად მიუღებელია.

“ლელოს” ლიდერის პოზიციები დღეს მხოლოდ მის პოლიტიკურ გუნდში დაიცვეს. პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკურად იდევნება.

შემთხვევითი აღიარება, რომელმაც ყველაფერს ზუსტი სახელი დაარქვა – ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების პოზიცია “ლელოს” დამფუძნებლის ინტერვიუზე. მმართველ გუნდში მამუკა ხაზარაძესა და დავით კეზერაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვეს.

თბს ბანკის დამფუძნებელი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად 2019 წლიდან გამოჩნდა. დააარსა პარტია “ლელო” და მას შემდეგ რამდენიმე არჩევნებშიც მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოსთან დაკავშირებით ახალი სადეპუტატო კითხვებით მიმართა, რომელიც მთავრობის მიერ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ეხება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან