კიევზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხელ უკრაინას დრონებით შეუტიეს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალები დედაქალაქსა და მის შემოგარენში მუშაობდნენ. კიევში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.
საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში გაზის მილის ჰერმეტულობა დაირღვა და ადგილზე „კიევგაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
ამასთან, დაზიანდა 20-მდე ავტომობილი. ნამსხვრევები ჩამოვარდა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეც. ინფორმაცია დაღუპულების, ან დაშავებულების შესახებ, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო