ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე დრონებით შეტევა იყო, ხარკოვი დაიბომბა

კიევზე დრონებით შეტევა იყო, ხარკოვი დაიბომბა

სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მორიგი შეტევისას. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმა იყო 2 ოქტომბერს ღამით და დღეს, 3 ოქტომბერს დილით.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს. ერთ-ერთი 5-სართულიან სახლს მოხვდა. დილით დარტყმა იყო ელექტროგადამცემ ხაზებზე.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15-მდე დრონი მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. საჰაერო განგაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.