ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალაძე - მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

კალაძე - მადლობას ვუხდი შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მადლობას უხდის „შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც ქვეყანას აარიდეს დიდი უბედურება“.

„ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. დადასტურდა, რომ იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ჩვენ ვიხილეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც იმართებოდნენ იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ.

მინდა, შსს-ს თითოეულ თანამშრომელს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ქვეყანას აარიდეს ძალიან დიდი უბედურება", - განაცხადა კახა კალაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.