ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი , 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში უმასპინძლებს.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია ში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეოთხე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„დასაშვებია, რომ ერთჯერადად რომელიმე გადამცვლელმა პუნქტმა ეს თანხა გადაახურდავოს, მაგრამ როცა 3 წლის განმავლობაში ეს ყოველდღიურად ხდება, როგორც მინიმუმ, ეჭვს ბადებს“ – გიორგი ხიშტოვანი $665 მილიონის გათეთრების საქმეზე

ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი მოხმარების წესი, სადაც აღნიშნულია ლოდინის პერიოდები, ანუ როდისაა კონკრეტული პესტიციდის გამოყენება დასაშვები. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავს დანიშნულებებს არც იცავენ და არც ცოდნა არსებობს- ლიკა ბალარჯიშვილი