არქივი17 ივლისი, 2024, 15:21
ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხვალ, 18 ივლისს, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მედიას ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.
სამიტი გაერთიანებულ სამეფოში გაიმართება და მასში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის ლიდერები მიიღებენ. რიგით მეოთხე სამიტზე განიხილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.
საქართველოს დელეგაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იქნებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.