ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრება

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ირაკლი და დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეი ოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე