ირაკლი კობახიძემ ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სომხეთთან მატჩში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი , სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა, რომელიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:1 დასრულდა.
მატჩს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. „დინამო არენაზე“ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი .
მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი შეეცადა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დაკნინებას, მაშინ როდესაც მისი პოლიტიკური გუნდის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტით ჩინეთის დაინტერესებას მნიშვნელოვან წარმატებად აფასებდა და ჩინურ ინვესტიციებს მიესალმებოდა