„ეს ომი არ არის, ეს ტერორიზმია“ – რომის პაპი ისრაელის და პალესტინის დელეგაციებთან შეხვედრის შემდეგ

რომის პაპი ფრანცისკე ისრაელის და პალესტინის დელეგაციებთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ ის, რასაც თვალს ვადევნებთ, არა ომი, არამედ ტერორიზმია.
„აქ, ჩვენ ომის ჩარჩოებიდან გამოვედით. ეს არ არის ომი, ეს ტერორიზმია. გთხოვთ, ვიაროთ მშვიდობისკენ. ილოცეთ მშვიდობისთვის“, – ამბობს რომის პაპი.
მისი თქმით, ღმერთს შესთხოვს, დაეხმაროს როგორც ისრაელის, ისე პალესტინის ხალხებს, რომ „გადაწყვიტონ პრობლემები და არ წავიდნენ იმ ვნებების გზით, რომლებიც საბოლოოდ, ყველას ანადგურებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ