ენმ დაშლილია და უკვე განიცდის პოლიტიკურ დეგრადაციას – გურამ მაჭარაშვილი მანიფესტის დაანონსებაზე

ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის “ერთობის მანიფესტს” და გახდება თუ არა დოკუმენტი “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო გაყოფის დოკუმენტი? “ვივამედის” პალატიდან მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ ნაკარნახევი მანიფესტი დღეს უნდა გამოქვეყნდეს. მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ დოკუმენტი დაშლის პირას მისულ “ნაციონალურ მოძრაობას” გააერთიანებს, თუმცა მანიფესტზე ხელის მოწერას ნიკა მელია არ აპირებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები ამბობენ, რომ დოკუმენტის შინაარსი მათთვის ამ დრომდე გაუგებარია.
პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა, გადაწყვეტილების მისაღებად, მელიას ვადას ხვალამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვით ემუქრებიან. მიმდინარე პროცესებს ეხმიანება მმართველი გუნდი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ ენმ პოლიტიკურ დეგრადაციას განიცდის.
“არაფორმალური მმართველები – ერთი მხრივ, სააკაშვილი, მეორე მხრივ, კეზერაშვილი და მერაბიშვილი, ვერ თანმდებიან, ხაბეიშვილი იყოს თუ მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს