ემპირიულად დავინახეთ, რომ ეს პარტია განულდა, ასე დაემართება ყველას, ვინც გავა მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან – გიორგი ბარამიძე “ევროპული საქართველოზე”

ემპირიულად დავინახეთ, რომ ეს პარტია განულდა,- ეს განცხადება გიორგი ბარამიძემ “ევროპული საქართველოსთან” დაკავშირებით, “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანის თქმით, ასე დაემართება ყველას, ვინც მიხეილ სააკაშვილს გუნდს დატოვებს.
“ევროპული საქართველო რომ შექმნეს, იქ ჩემი ძალიან ბევრი პირადი მეგობარი იყო, ძალიან ბევრი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, რომელთაც მე ვუთხარი, რომ ჩვენ ახლა ვრჩებით მეგობრები, მაგრამ თქვენ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ემპირიულად დავინახეთ, რომ ეს პარტია განულდა და ასე დაემართება {მაგრამ არ მინდა რომ დაემართოს} ყველას, ვინც გავა მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან,” – ამბობს გიორგი ბარამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვირტუალურ სივრცეში გამოხატვის ფორმა უტოლდება ფიზიკურ სივრცეში გამოხატვის ფორმას. შესაბამისად, თუ კანონმდებლობით ეს არის დასჯადი, ვირტუალურ სივრცეშიც ანალოგიური ქმედება იქნება დასჯადი“