ელჩებზე თავდასხმასთან დაკავშირებით ხაზარაძის კრიტიკას დავიჯერებდი იმ შემთხვევაში, მას რომ ეყოს პოლიტიკური წონა და პირველ რიგში, გააკრიტიკოს მისი საუკეთესო მეგობარი გვარამია – არჩილ თალაკვაძე

ელჩებზე დავიჯერებდი ბატონი ხაზარაძის კრიტიკას იმ შემთხვევაში, მას რომ ეყოს პოლიტიკური წონა და, პირველ რიგში, გააკრიტიკოს მისი საუკეთესო მეგობარი, თანამებრძოლი ნიკა გვარამია,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს, საქართველო უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს არის კანდიდატის სტატუსთან.
“ელჩებზე დავიჯერებდი ბატონი ხაზარაძის კრიტიკას იმ შემთხვევაში, მას რომ ეყოს პოლიტიკური წონა და, პირველ რიგში, გააკრიტიკოს მისი საუკეთესო მეგობარი, თანამებრძოლი ნიკა გვარამია, რომელმაც უშვერი სიტყვებით მოიხსენია და პირდაპირი შეურაცხყოფა მიაყენა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სხვა ელჩებზეც გვახსოვს მისი პოლიტიკური მეგობრების თავდასხმები. სხვათა შორის, ბატონი ხაზარაძე ერთხელაც არ გამოსულა და უხერხულობაც არ გამოუხატავს ამასთან დაკავშირებით და ახლა ჩვენ რომ გვაბრალებს თავდასხმებს, ეს არის მანიპულაცია და ცილისწამება. პირიქით, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს საქართველო უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს არის კანდიდატის სტატუსთან,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში