ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია – Reuters

ეკვადორის ციხეებში, პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ, ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა.
ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.
შეგახსენებთ, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის 158 მცველი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ჰყავდათ დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

„ხელოვნური კონსტრუქტი“, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია, თავისი არაარჩევითი ბიუროკრატიული მოხელეებით, აშშ-სგან საკუთარი „ღირებულებების“ პატივისცემას და სუვერენიტეტის დაცვას მოითხოვს

მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით. დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ ვიდრე ევროპის ქვეყნებში – ახლა ველოდებით ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს

ბაღებთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერებზე ჩვენ კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად, თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით