ეკვადორში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს

ეკვადორის ციხეებში პატიმრების მიერ მძევლად აყვანილი ციხის ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ქვეყნის პენიტენციურ სამსახურს, პოლიციას და შეიარაღებულ ძალებს ციხის თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლება მიულოცა.
ეკვადორის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ჩატარდება გამოძიება მძევლების აყვანაზე პასუხისმგებელი პირების დასადგენად.
ცნობისათვის, გასული კვირის ორშაბათიდან, ეკვადორის სულ მცირე 7 ციხეში, პატიმრებს ციხის 158 მცველი და ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ჰყავდათ დაკავებული. ქვეყანაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისი რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც შეიარაღებული პირების ჯგუფი ტელევიზიის ეთერში შეიჭრა. პოლიცია და შეიარაღებული ძალები ქვეყნის მასშტაბით ოპერაციებს განაგრძობენ. საგანგებო მდგომარეობის დაწყების შემდეგ ქვეყანაში 1 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება