ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს „გრანდ სლემზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში ბაქოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე ეთერ ლიპარტელიანმა უზბეკ შუკურჯონ ამინოვას, აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას, თურქმენ მაისა პარდაიევას სძლია, თუმცა, ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩისთან დამარცხდა.
2024 წლის ბაქოს „გრანდ სლემზე“ 62 ქვეყნის 404 სპორტსმენი მონაწილეობს. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო. ოქრო ილია სულამანიძემ (100 კგ) მიიღო, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ნადირაძე – თურმე, ამხელა გადატრიალება იგეგმებოდა და სათავეში მსოფლიო ბანი და ყოფილი გენერალური პროკურორი ედგა – პროპაგანდა ეშლებათ, ძნელია მათი მომხრეებიც კი დააჯერო, რომ ფულის და იარაღის გარეშე რეჟიმი ემხობოდა

გიორგი შარაშიძე – 20 ივნისის საქმე გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილის დაანონსებული პოლიტიკური და პირადი შურისძიების აღსრულებაა – ამ საქმის მასალების ნაწილს გრიფით საიდუმლო დაედო, ნათელია, რომ „ოცნებას“ აქვს დასამალი

შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს – ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში, თვითონ ბრიუსელიც აღიარებს