გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრეს, კანონმდებლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის და სამოქალაქო საზოგადოების წარნმომადგენლებს.
ქართული მხარე გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატების დახმარებით ქვეყანა ანტიკორუფციული კუთხით კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს.
“შეხვედრის დროს ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე და იმ პროგრესზე, რაც ანტიკორუფციული სისტემის და სტრუქტურის მოსაგვარებლად გადაიდგა. გავამახვილეთ ყურადღება თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის საკითხი ყველა იმ ჩართული მხარისაგან, ვინც პოლიტიკურ პროცესებში იღებს მონაწილეობას, მათ შორის სამოქალაქო სექტორი. დადებითად შეაფასა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები”, – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს