„გირჩი“: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამჯერად ფარულად

პარტია „გირჩი“ ხელახალი ს ჩატარებას ითხოვს.
„საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად“, — წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.
„გირჩის” ლიდერ ს თქმით, „არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა იმ უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. არგუმენტი, რასაც საია ეყრდნობა, ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევაა.
არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ პრეზიდენტი და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.