სერგეი ლაგოდინსკი – ანტიკონსტიტუციური შედეგის მქონე არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი შედეგები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან არჩევნებში „გამარჯვებული“ არ ეთანხმება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„ვერცერთი დამკვირვებელი ვერ შეძლებს გაყალბების დადასტურებას, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წინსვლას ავალდებულებს. ამ ვალდებულებას აშკარად ეწინააღმდეგებოდა არჩევნების „გამარჯვებული“. ანტიკონსტიტუციური შედეგის მქონე არჩევნებს განმეორება სჭირდება!“ – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში