: …მაგრამ არ დავნებდები

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ის, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოეთხოვა, მიანიშნებს, რომ ორგანიზაცია პარალიზებულია.

„გაერო-ს უშიშროების საბჭოს ავტორიტეტი და სანდოობა სერიოზულად შეირყა, მაგრამ შემიძლია, დაგპირდეთ, რომ არ დავნებდები“, – განაცხადა გუტერეშმა დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, პარასკევს შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

კენჭისყრის ჩატარება ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს წესდების 99-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა, რომელიც იშვიათად გამოიყენება იმისთვის, რომ საბჭოს ყურადღება მიაპყროს ნებისმიერ საკითხს, რომელიც, შეიძლება დაემუქროს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…