XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – გელა სამხარაული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – რატი იონათამიშვილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – გივი მიქანაძე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – შოთა ბერეკაშვილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ირაკლი ზარქუა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – ლევან მახაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ალექსანდრე ტაბატაძე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – გიორგი კახიანი
კულტურის კომიტეტი – გიორგი გაბუნია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – დავით მათიკაშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – პაატა კვიჟინაძე
სპორტის კომიტეტი – ვიქტორ სანიკიძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ზაზა ლომინაძე
ამასთან, როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ