არქივი9 მარტი, 2025, 03:52
WU17 | 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში პირველი მატჩი გამართა

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში პირველი მატჩი გამართა.
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ისტორიაში პირველად ასაპრეზობს A ლიგაში, სადებიუტო მატჩი იტალიის ნაკრებთან დათმო.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 11 მარტს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ბოლო ადგილზე გასული გუნდი კი, B ლიგაში გადაინაცვლებს.
nakrebi.ge
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.