არქივი27 ნოემბერი, 2023, 18:53
WSJ: "ჰამასმა" მძევლების კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება დაიწყო
Wall Street Journal ეგვიპტეში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელელი მძევლების წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის გადაცემა დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, დღეს ჯამში 11 ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი.
"ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებლად დაგეგმილი პალესტინელი პატიმრების სიაში შედის სამი ქალი და 30 არასრულწლოვანი.
აქვე, კატარის საგარეო უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.