WSJ – ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ქმედებები გამოიყენოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების დადებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
„არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტების სისტემის სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.
„ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“