WSJ – რუსეთი ირანული ბალისტიკური რაკეტების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებში წინ მიიწევს

რუსეთი ირანისგან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი გააძლიერებს მოსკოვის უნარს, კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში უკრაინის ინფრასტრუქტურას დაარტყას.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მოსკოვის გეგმებმა ბაიდენის ადმინისტრაციაში ღრმა შეშფოთება გამოიწვია.
„აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ. ჩვენი შეფასებით, რუსეთი ირანისგან სარაკეტო სისტემების შეძენას აპირებს“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბრისას.
ამერიკელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ირანული რაკეტების მიწოდება, შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოხდეს, თუ შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწევენ. მათი განცხადებით, რუსეთმა უკვე დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გამშვებებისა და რამდენიმე ათეული ბალისტიკური რაკეტის მიღება ჩრდილოეთ კორეიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)