პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

WSJ: ირანმა აშშ-ბრიტანეთის დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზე იერიშის მიტანა სცადა

ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის სამხედრო ბაზა, დიეგო გარსიაWall Street Journal რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე აშშ-ბრიტანეთის დიეგო გარსიას სამხედრო ბაზის მიმართულებით ორი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა იერიშის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
გამოცემას ინფორმირებული წყაროები უყვებიან, რომ ერთ-ერთი რაკეტა ფრენის დროს მწყობრიდან გამოვიდა, ხოლო მეორე რაკეტის წინააღმდეგ ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა SM-3 ტიპის ანტისარაკეტო რაკეტა გაუშვა. WJS-ს აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, წარმატებით უვნებელვყო თუ არა ამერიკულმა რაკეტამ სამიზნე.
გამოცემამ დიეგო გარსიაზე ირანის თავდასხმის მცდელობის ზუსტი დრო არ დააკონკრეტა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.