WSJ: თბილისში “ტრამპ თაუერი” აშენდება, რომელიც დედაქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თბილისში ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები “ტრამპ თაუერის” აშენებას გეგმავენ, რომელიც დედაქალაქში სიდიდით ყველაზე მაღალი შენობა იქნება.

WSJ პროექტში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ “ტრამპ თაუერ თბილისის” პროექტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში დაახლოებით 70-სართულიანი შენობა აშენდება.

გამოცემის ცნობით, პროექტის დიზაინი არქიტექტურული ფირმა Gensler-ს ეკუთვნის. პროექტში ასევე ჩართულია კონსორციუმი, რომელიც მოიცავს “არქი ჯგუფსა” და “ბიოგრაფი ლივინგს”.

წარმომადგენლის თქმით, პროექტში ასევე ჩართულია ნიუ-იორკული დეველოპერული კომპანია და წარსულში ტრამპის პარტნიორი ორგანიზაცია Sapir-იც.

-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ვაჟის, ერიკ ტრამპის თქმით, თბილისში დაგეგმილი პროექტით კომპანიის “გლობალურად ცნობილი სრულყოფილების სტანდარტი” საქართველოშიც გავრცელდება.

ცნობისთვის, საქართველოში “ტრამპ თაუერის” აშენების იდეა სათავეს 2012 წლიდან იღებს, როდესაც ტრამპის ორგანიზაციამ ბათუმში უძრავი ქონების პროექტის გეგმების შესახებ განცხადება გაავრცელა. მაშინ პროექტის პრეზენტაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, და მილიარდერი დაესწრნენ.

თუმცა, მოგვიანებით ამერიკულმა კომპანიამ, არაერთ უცხოურ გარიგებასთან ერთად, ბათუმში “ტრამპ თაუერის” პროექტი გააუქმა, რაც დონალდ ტრამპის იმით განმარტა, რომ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება სურდა.

ხოლო 2017 წელს Silk Road Group-მა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ბათუმში $250-მილიონიან ცათამბჯენს, რომელიც Trump Tower-ის ბრენდით უნდა გახსნილიყო, თავადვე დააფინანსებდნენ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ