WSJ: ევროპის ქვეყნები განიხილავენ შექმნან ჰორმუზის დამცველი კოალიცია, რომელშიც არ შევა

მაკრონისა და სტარმერის შეხვედრა, 2025 წელი.Carlos Jasso/EPA
The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის ქვეყნები -ს გარეშე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნების კოალიციის შექმნაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ზღვაოსნობის უზრუნველყოფასა და განაღმვაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, როგორც განიხილება, გეგმა მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ამოქმედდება.
როგორც გავრცელებული ცნობებიდან ჩანს, კოალიციის შექმნას საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობდნენ.
მსგავსი კოალიციის შექმნის სურვილის შესახებ ინფორმაცია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საჯაროდ გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში არ შევლენ “მონაწილე” ქვეყნები, ანუ აშშ, და ირანი. WSJ-სთან საუბარში ევროპელმა დიპლომატებმა, რომლებსაც გეგმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, თქვეს, რომ ევროპულ ხომალდებს ამერიკული სარდლობა არ უხელმძღვანელებს.
ევროპული ქვეყნების გეგმის მიზანია გადამზიდ კომპანიებს შეუქმნან თავდაჯერება ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტის გამოსაყენებლად. გერმანელი წყაროს თქმით, კოალიციაში შეიძლება შევიდეს გერმანია, რომელიც აქამდე საჯაროდ თავს იკავებდა სამხედრო ჩართულობის განხილვისგანაც კი. როგორც WSJ წერს, ეს იმას ნიშნავს, რომ კოალიცია შესაძლოა იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი, რადგან გერმანიას ამ მისიისთვის საფრანგეთსა და ბრიტანეთზე სამხედრო აქტივები აქვს.
17 აპრილს მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერი, კირ სტარმერი, შეხვედრას გამართავენ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად. ისინი ომის დასრულების შემდეგ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განიხილავენ. შეხვედრაში არ მონაწილეობს აშშ. მიწვეული არიან ჩინეთი და ინდოეთი, თუმცა უცნობია, დაესწრებიან თუ არა ისინი შეხვედრას, როგორც ამას WSJ-ს ფრანგი წყარო ამბობს.
როგორც WSJ წერს, კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გადასაჭრელია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. წყაროების ცნობით, ფრანგი დიპლომატების აზრით, ოპერაციაში აშშ-ს მონაწილეობით თეირანი მსგავს გეგმას არ დათანხმდება. საპირისპიროდ ბრიტანეთის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამერიკის კოალიციიდან გამორიცხვა დონალდ ტრამპის უკმაყოფილების ზრდას გამოიწვევს და ოპერაციის მასშტაბიც შეიზღუდება.
ევროპული გეგმა ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის სამ ძირითად მიზანს მოიცავს. პირველ ეტაპზე იგეგმება ლოგისტიკური პირობების შექმნა, რათა სრუტეში გაჭედილმა ასობით გემმა ტერიტორია დატოვოს. შემდეგი ნაბიჯი იქნება ფართომასშტაბიანი განაღმვის ოპერაცია, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ირანის მიერ კონფლიქტის დასაწყისის დროს ზღვაში ჩაყრილი ნაღმები უვნებელყონ და სრუტის უფრო ფართო ნაწილი გახდეს ხელმისაწვდომი გემებისთვის. საბოლოოდ, გეგმა ითვალისწინებს რეგულარულ სამხედრო ესკორტსა და მონიტორინგს ფრეგატებისა და გამანადგურებლების გამოყენებით, რათა გადამზიდ კომპანიებს უსაფრთხოების განცდა გაუჩნდეთ.