WP: ტრამპმა შეაჩერა ტაივანის სამხედრო დახმარება

გამოცემა The Washington Post-ის მიერ ხუთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მიერ ჯერ კიდევ ზაფულხში მიღებული ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევისა და ამ ქვეყნის მეთაურ სი ძინპინთან უმაღლესი დონის შეხვედრის მცდელობებს.
ახალი პაკეტით ტაივანს შეერთებული შტატებისგან უნდა მიეღო 400-ს მილიონ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება, მათ შორის თანამედროვე დრონები და საბრძოლო მასალები. ამასთან, The Washington Post-ის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა თავის გადაწყვეტილებას შესაძლოა, გადახედოს.
ანალიტიკოსების შეფასებით, სამხედრო დახმარებაზე ვაშინგტონის უარმა შესაძლოა, შეასუსტოს ჩინეთის მიერ თავის პროვინციად მიჩნეული ტაივანის თავდაცვისუნარიანობა. ამერიკული დაზვერვის მოაცემებით, ჩინეთის მეთაურმა სი ძინპინმა ამოცანად დასახა ჩინეთის არმიის მომზადება 2027 წლისთვის ტაივანის დასაპყრობად.
განსხვავებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელმაც ტაივანს არაერთხელ გაუწია მრავალმილიონიანი სამხედრო დახმარება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ეკონომიკურად ძლიერმა ტაივანმა იარაღი თავად უნდა შეიძინოს.
ტაივანი აპირებს მომავალი, 2026 წლისთვის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3,3%-მდე გაზარდოს, ხოლო 2030 წლისთვის – 5%-მდე.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს არაოფიციალურად აცნობა, რომ ტაივანს შესაძლოა, 500 მილიონი დოლარის იარაღი მიჰყდიონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა