ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

WP-მა შეიტყო ბაიდენის „გამოსამშვიდობებელი“ სანქციების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ

WP-მა შეიტყო ბაიდენის „გამოსამშვიდობებელი“ სანქციების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას, წერს The Washington Post (WP) სიტუაციის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
სანქციების შემოღებას შემოთავაზებულია ბაიდენის ვადის ამოწურვამდე – არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. WP-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ახალი ზომების შემოღება რესპუბლიკელს მოსკოვზე მეტ ბერკეტს მისცემს.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხება „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც ახორციელებს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას, ასევე ნავთობის ექსპორტიორებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოხვდნენ სანქციების სიაში. განსახილველი ვარიანტები მოიცავს საბანკო ლიცენზიების გაუქმებას, რაც რუსეთიდან ენერგორესურსებზე გადახდების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.
rbc

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.