Wondernet Express Investment Group–ი აჭარის და გურიის მოსახლეობას სტიქიით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში დაეხმარება

დიდთოვლობით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, Wondernet Express Investment Group-მა მიიღო გადაწყვეტილება, მის დაქვემდებარებაში არსებული რესურსებით, მათ შორის, ტექნიკით, 24-საათიან რეჟიმში დაეხმაროს, აჭარისა და გურიის მოსახლეობას, ხელისუფლებასა და მოხალისეებს, სტიქიით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრაში – ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
„Wondernet Express Investment Group ასევე, მის ხელთ არსებული ყველა რესურსით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დროულად მიეწოდოს მოსახლეობას, სურსათი და გადაუდებელი საჭიროების პირველადი საშუალებები“ – ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.