ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

WizzAir 2025 წლიდან გრძელ მანძილზე ფრენებს იწყებს

WizzAir 2025 წლიდან გრძელ მანძილზე ფრენებს იწყებს

ევროპის ბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir 2025 წლის მარტიდან გრძელ მანძილზე ფრენას იწყებს - ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა.
მათი ინფორმაციით, უნგრული კომპანია მომავალი წლის მარტიდან ფრენებს ლონდონიდან საუდის არაბეთის მიმართულებით განახორციელებს, ივნისიდან კი მილანი - აბუ-დაბის რეისსაც შეასრულებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიის პირობები გრძელ მარშრუტებზეც იგივე შენარჩუნდება, რაც WizzAir-ს მოკლე მანძილზე ფრენისას აქვს დაწესებული, შესაბამისად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი იმედოვნებს, რომ ეკონომ-კლასი მგზავრებისთვის მრავალსაათიანი მოგზაურობის დროსაც მისაღები იქნებ.
ვარადი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაკომფორტული დასაჯდომებისა, მგზავრები "ულტრა დაბალი ფასებით" კვლავ კმაყოფილები დარჩებიან. Euronews-ის ინფორმაციით, ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან ჯედამდე მგზავრობის ღირებულება €160-დან დაიწყება, უკანა გზის ბილეთი კი კიდევ უფრო დაბალი იქნება. აღნიშნული ფასი საუდის არაბეთამდე სტანდარტული ფრენის ბილეთის ნახევარია.
WizzAir-ის დირექტორმა ასევე დაადასტურა, რომ, მიუხედავად გრძელმარშრუტიანი ფრენებისა, კომპანია ატლანტის ოკეანის გადალახვას და აშშ-ში ფრენების დაწყებას არ გეგმავს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.