ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც ნაკრები ითამაშებს, სპეცრეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.
Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. ბილეთების ფასი 199 ევროდან იწყება.
ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
Wizz Air -ის სპეციალურ ფრენების განრიგი ასეთია:

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.