WIZZ AIR-ის მგზავრებს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ოქტომბრის ფრენები აღარ უჩანთ

WIZZ AIR-ის მგზავრებს, რომლებმაც შვიდი ქალაქის მიმართულებით ოქტომბრის თვის ბილეთები იყიდეს, ფრენები აღარ უჩანთ. როგორც ისინი ფეისბუკჯგუფში წერენ, ფრენა გაუუქმდათ, თუმცა მიზეზი არ იციან.
· „ფრენა გამიუქმდა, გადაცვლა ვცადე და არ გადამიცვალა, Refund მოვითხოვე და „ვიზეარ“ კრედიტი დამიბრუნა მხოლოდ, ვერ ვხდები რა ხდება ამ დროს ვინმემ იცით?!“
· „მე და ჩემი დაქალი თავს ვიწყნარებთ, რომ ძლივს შვებულება დადასტურებული ხალხი არ ვრჩებით ისე და „ვიზეარს“ პროგრამული ხარვეზი აქვს. 17 ოქტომბრის ათენი თქვენთანაც გაუქმებულად ჩანს?“
· „ქუთაისი-ბრიუსელი გაგიუქმდათ 27 ოქტომბერს?“
· „მშვიდობა აქვს „ვიზეარს“? ეს ამდენი ფრენა რატომ გაუქმდა?“
ავიაკომპანიის ვებსაიტზე ოქტომბერში აღარ იძებნება ფრენები ქუთაისიდან შემდეგი მიმართულებით: ბრიუსელი, ათენი, კოპენჰაგენი, ფრანკფრუტი, რიგა, პოზნანი, ვროცლავი.
ფრენები ისევ ჩანს შემდეგი მიმართულებით: ვენა, ლარნაკა, პრაღა, პარიზი, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგემი, თესალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, რომი, ვილნიუსი, კატოვიცე, ვარშავა, ბარსელონა, აბუ დაბი.
რადიო თავისუფლებამ ცდილობს WIZZ AIR-ის წარმომადგენლობასთან კომუნიკაციას, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. კომპანიას ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუვრცელებია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.