ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Wikipedia-მ წლის ყველაზე პოპულარული სტატიების სია გამოაქვეყნა

Wikipedia-მ წლის ყველაზე პოპულარული სტატიების სია გამოაქვეყნა

ვიკიპედიამ 2025 წელს პორტალის ინგლისურენოვანი ვერსიის ყველაზე პოპულარული სტატიების სია წარადგინა.
პირველ ადგილზე გავიდა სტატია მემარჯვენე აქტივისტ ჩარლი კირკზე, რომელიც 10 სექტემბერს იუტას შტატში დებატების მიმდინარეობისას მოკლეს. კირკის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მის სტატიას თითქმის 15 მილიონიანი ნახვა ჰქონდა.
მეორე ადგილზეა გვერდი „2025 წელს გარდაცვლილები“, რომელიც არასოდეს დაქვეითებულა მესამე ადგილზე დაბლა ყველაზე წაკითხვადი სტატიების ყოველწლიურ სიაში.
ონლაინ-ენციკლოპედიაში მესამე ყველაზე ნანახი გვერდი გახდა სტატია ედ გინზე - ამერიკელ სერიულ მკვლელზე. გვერდის პოპულარობა შეიძლება აიხსნას Netflix-ის ანთოლოგიური სერიალის „მონსტრი“ ახალი სეზონის გამოსვლით, რომელიც მანიაკებსა და მკვლელებს ეძღვნება, ბოლო სეზონი კი სწორედ გინზე გადაიღეს.
მეოთხე ადგილი სიაში დაიკავა სტატიამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე. მეხუთე ადგილი კი გვერდმა, რომელიც რომის პაპ ლეო XIV-ს ეძღვნება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.